27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ეროვნული თანხმობა საზოგადოების დაკვეთაა და არა ჩემი პირადი ახირება - სალომე ზურაბიშვილი

ეროვნული თანხმობა საზოგადოების დაკვეთაა და არა ჩემი პირადი ახირება - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში ყოფნის დროს წარმოთქვა, სადაც ტაძრის საგანძურის მცველებისა და სვანეთის ისტორიის მუზეუმის დირექტორის მოადგილის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა და პოლარიზაციის პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.

"ყველას გვტკივა ის ძალიან მძიმე ფონი, რომელიც შექმნილია პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში: გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ, ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგორესურსებზეც, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველზე.

დღის ამბები