ავიაკომპანია Air Moldova, ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ისინი მოსკოვის მიმართულებით ფრენების 1 ოქტომბრიდან განაახლებენ.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მოსკოვში ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიღებულია სახლში დაბრუნების მსურველი მოლდოვის მოქალაქეების მრავალრიცხოვანი მიმართვის საფუძველზე.
ამასთან, Air Moldova-ის განცხადებით, მოსკოვში რეისების აღდგენა უკავშირდება მგზავრების მოთხოვნებს, გამოიყენონ პანდემიის დროს და თებერვალში საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ შეძენილი ბილეთები.
"რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაციიდან რეისების აღდგენა არის პასუხი ჩვენი თანამოქალაქეების თხოვნებზე," – აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
მოლდოვამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა თებერვლის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ შეწყვიტა.