"ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, ამის შესახებ Variety წერს. საქმე ეხება სერიალს "ლაზიერის გამბიტი", სადაც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეა ნახსენები - ბოლო ეპიზოდში გაფრინდაშვილზე ამბობენ, რომ ის კაც მოჭადრაკეს არასოდეს შეხვედრია. რეალურად, ნონა გაფრინდაშვილს 1968 წლისთვის უკვე 59 კაც მოჭადრაკესთან ჰქონდა თამაში გამართული, სწორედ ამ პერიოდს ასახავს სერიალის სიუჟეტი.
შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.
ქართველმა მოჭადრაკემ "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ დავა 2021 წელს წამოიწყო, გაფრინდაშვილი აღნიშნავდა, რომ "ლაზიერის გამბიტში" მისი მიღწევების გაუფერულებამ უდიდესი ტკივილი მიაყენა. ის "ნეტფლიქსისგან" შეცდომის გასწორებას და კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვდა.