რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ თავის განცხადება გადათქვა და აცხადებს, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამას ხალხი და რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს
"ამ დღეებში ბევრს განიხილავენ ჩემს სიტყვებს ხანგრძლივი შვებულების შესახებ. არის მსჯელობა, ანალიზი, პროგნოზები, ვარაუდები. მინდა განვმუხტო ატმოსფერო და დავასრულო ეს საუბრები.
იმ დღეს წავაწყდი პუბლიკაციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ მე 15 წელია თანამდებობაზე ვარ და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე "უხუცესი" ვარ. ვიფიქრე, რომ ეს ბევრი იყო და თქვენი აზრის გაგება გადავწყვიტე. მოგვიანებით გაირკვა, რომ არც ისე "უხუცესი ვარ" და წინა რეკორდი 27 წელია. ამიტომ, მეტსაც გეტვით, გადავწყვიტე არსებული რეკორდი მოვხსნა, ვნახოთ, გადავუსწრებ თუ არა ამ მაჩვენებელს.
სინამდვილეში, მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს ასე უბრალოდ წასვლის უფლება. ხალხმა მანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და ამ ნდობის გამართლება ჩემი წმინდა მოვალეობაა. მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით. ამიტომ, ხანგრძლივი შვებულების შესახებ საუბარს სამომავლოდ დავიტოვებ. ახლა ყოველწლიურ შვებულებასაც კი არ ვიღებ," - აცხადებს რამზან კადიროვი. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, რომელსაც ის მსოფლიო სატანიზმთან ბრძოლას უწოდებს, შვებულებაში გასვლა არ შეიძლება არც რეგიონალური ხელისუფლების წევრებისთვის და არც სამხედრო მოსამსახურეებისთვის.