27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეებს უმასპინძლა

კონფერენციის - "დიდება უკრაინას" მონაწილეებს პრეზიდენტმა უმასპინძლა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისში ტარდება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული.

"უკრაინელი ხალხის ბრძოლამ უკვე სრულებით შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია.

რუსეთს მოუწია აღმოეჩინა, რომ მას არამხოლოდ არ შეუძლია რომ ნატოს გაფართოებას შეეწინააღმდეგოს, არამედ ის ამ პროცესს ასაზრდოებს. ეს ისაა, რასაც შვედეთისა და ფინეთის შემთხვევებში ვხედავთ, რასაც ბევრი ჩვენგანი არ ელოდა. რუსეთი ვერ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. ამან გააჩინა და დააჩქარა ევროკავშირის გაფართოების ის პერსპექტივები, რაც მანამდე მოსალოდნელი არ იყო და რამაც შეუძლებელი გახადა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობა. ასე რომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შევაფასოთ ეს ცვლილებები გავიაზროთ და ვნახოთ, რომ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ცვალებად დროში - ერთობა და მათ მიმართ სოლიდარობაა, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს.

კიდევ ერთი დეზინფორმაციაა ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს - არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დესტრუქციულია და მე ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მკაფიო უნდა ვიყოთ,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები