27 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო

გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროცესი UNESCO-ს ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა. შედეგად, ტაძარი დაცულია წყლის შეღწევისგან ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, რაც უწყების ცნობით, სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად.

დღის ამბები