27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი არ უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა რუსეთი აღიარებული ტერორიზმის სპონსორად, ჯო ბაიდენმა განაცხადა - "არა".

რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას უკრაინის ხელისუფლება ითხოვს. აღნიშნული ინიციატივის მომხრეა ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილიც.

აშშ-ის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად ოფიციალურად ჰყავს აღიარებული კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა.

დღის ამბები