ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა თითქმის 4 საათიანი შეხვედრა გამართა. შარლ მიშელმა, ორი ქვეყნის ლიდერს ბრიუსელში უმასპინძლა.
საუბრის თემა იყო პატიმრების გათავისუფლება, საზღვრის დელიმიტაცია, რეგიონის დებლოკირება და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება.
სომხური მედიის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდეს არსებითი მოლაპარაკებები.
მინისტრების შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება, ხოლო ფაშინიანი და ალიევი მოლაპარაკებებს ნოემბერში განაახლებენ.