27 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
რა შეთავაზებები აქვს სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველ გუნდს და როგორია ოპოზიციის პასუხი

12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესში წინსვლაა. პარლამენტში დარეგისტრირდება კონკრეტული ინიციატივები, რომლითაც საბოლოოდ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს. ამ წესზე კონსულტაციები მმართველ პარტიას, არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციის ნაწილს შორის საკანონმდებლო ორგანოში, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტერიუმები გაწერილია, განაცხადების შესწავლის შემდეგ, საბოლოდ კანდიდატებს 9 კაციანი ჯგუფი წარადგენს.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე მოხდა შეფასების წესის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, სადაც ასევე იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თითოეულ კანდიდატს შეაფასებს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით; კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრის საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა, მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

​ფრაქციის თავმჯდომარე პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის არჩევის კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრის, ლევან იოსელიანის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

უმრავლესობის მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება ლევან იოსელიანი და აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად იქნება ჩართული.

ოპოზიციაში ასევე გამოეხმაურნენ მამუკა მდინარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას,  როდესაც შეიძლება ადგილი ქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით.

სალომე სამადაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია რა საბოტაჟზეა საუბარი, როდესაც ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს არაერთხელ გაცხადებული, რომ მხარს დაუჭერენ არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. სამადაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი არასამთავრობოები იქნებიან იმ კომისიაში, რომელმაც კანდიდატურები უნდა შეაფასონ.

დღის ამბები