ქვეყანა წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდება, 70% შიდა ქართლის რეგიონზე მოდის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ვაშლის ბაღები საოკუპაციო ხაზთან ასობით ჰექტარზეა გაშენებული. მთავრობის გადაწყვეტილება ვაშლის სუფსიდირებასთან დაკავშირებით, ფერმერებს პირადად სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააცნო.
წინასწარი დათვლებით, წელს საქართველოს მინიმუმ 120 ტონა ვაშლი ექნება, მთავრობა კი მათ ჰპირდება, რომ მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩებათ.
ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 15 დეკემბრამდე, 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტოსგან თითო კილოზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროცესს ორგანიზებას საკოორდინაციო შტაბი გაუწევს.
ფერმერების წახალისებასა და მხარდაჭერაზე მთავრობის მეთაურმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშლის სუფსიდირების ინიციატივა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
ფერმერები ვაშლის კრეფას სულ მალე დაიწყებენ, ჩაბარება ზუსტად 1 კვირაში - 7 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, არასტანდარტული ვაშლის დაბინავების პროცესი 15 დეკემბრამდეა გაწერილი.