27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე განმარტება თავად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს - სალომე სამადაშვილი

დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც. ოპოზიციის განცხადებით, თავად პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, რატომ შეცვალა გადაწყვეტილება, თუმცა ნაწილი არ გამორიცხავს ეს სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლის შედეგი იყოს.

პარლამენტში რამდენჯერმე ახსენეს საკონსტიტუციო საჩელი, რომელიც მმართველმა გუნდმა ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო შეიტანა. "ქართულმა ოცნებამ" უფლებამოსილებების გამიჯვნა მოითხოვა. დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხდევად, საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სარჩელი სასამართლოდან არ უნდა გამოიტანონ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დავით ბაქრაძეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში არაფერი გაუკეთებია და პრეზიდენტი მისი დანიშვნისგან თავს სწორედ ამიტომ იკავებდა.

"დავით ბაქრაძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში და ამიტომ თავს იკავებდა მისი დანიშვნის ბრძანების ხელმოწერიდან. რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე განმარტება თავად საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით არის, რომ ბატონი ბაქრაძე არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი ელჩი, რომელიც ემსახურებოდა "ქართულ ოცნებას"," - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები