რეჟისორების თვალით დანახული შეუნიღბავი რეალობა და სპექტაკლებით მოყოლილი ისტორიები ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-13 სეზონს სულ მალე უმასპინძლებს. 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის სხვადასხვა თეატრში 5 სპექტაკლი გაიმართება, უცხოურ წარმოდგენებთან ერთად თეატრები ქართული სპექტაკლებსაც უმასპინძლებენ.
ღონისძიების მიზანი, გასული სეზონების შეჯამება და ქართული თეატრის პოპულარიზაციაა. პროგრამა ფესტივალის ვებ-გვერდზეა განთავსებული.