პაკისტანში დამანგრეველმა სტიქიამ ქვეყნის მესამედი დატბორა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 80-ზე მეტი დაიღუპა, ხოლო 58 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დანგრეულია ხიდები და საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია მოსავალი. პაკისტანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, სადაც ბოლო სამი თვის განმავლობაში სტიქიამ 33 მილიონზე მეტ ადგილობრივს კოლოსალური ზიანი მიაყენა. ფინანსური დანაკარგი მინიმუმ 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი ელოდება. თავშესაფრებში მყოფი პირები კი, შესაძლოა საკვების მარაგის დეფიციტის წინაშე აღმოჩდნენ.
სამთვიან წყალდიდობას პაკისტანში 1100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაკარგულები. პაკისტანი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ პაკისტანის დახმარებაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.