27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ემიგრანტებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ემიგრანტებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა, პანდემიის დროს დიასპორის წარმომადგენელთა მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე ისაუბრეს.

ბექა ოდიშარიამ დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვითაც მიმართა და თანამემამულეებისთვის გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, 31 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება წარმატებული ემიგრანტებისადმი მიძღვნილ მიღება/სიგელების გადაცემა.

"ჩვენ მდიდრები ვართ ადამიანებით, რომლებიც ახერხებენ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახების, ნაცნობებისა და ნათესავებისთვის სიკეთის კეთებას, არამედ, გაჭირვების ჟამს, ისინი გვერდში უდგანან მთელ საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება ადგილსამყოფელ ქვეყნებში. ხვალ ვუმასპინძლებთ მიღებას საქართველოს პარლამენტში, რითიც, კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას დიასპორის მიმართ," - განაცხადა ოდიშარიამ.

დღის ამბები