27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების კონტროლირებადი გამორთვა და მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა - თეთრი სახლი რუსეთს გამოსავალს სთავაზობს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისგან მომდინარე რეალური საფრთხე რუსეთ-უკრაინის ომის ამ ეტაპზე, მსოფლიო ლიდერებისთვის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი "ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად" სადგურის კონტროლირებად გამორთვას მიიჩნევს. 

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა თეზისი, რომ რუსეთი უნდა დაეთანხმოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტრისადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ "ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი" ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების კონტროლირებადი გამორთვა იქნება.

დღის ამბები