27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
დიდუბეში მდებარე სასაწყობე ფართში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით "გორგია" განცხადებას ავრცელებს

დიდუბეში, დღეს საღამოს, სასაწყობე ფართში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, "გორგია" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხანძარი თავდაპირველად მათი საწყობის მიმდებარედ, სხვა კომპანიის კუთვნილ ფართში გაჩნდა და ცეცხლი "გორგიას" ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს მოედო, რომლის ლიკვიდირებაც რამდენიმე წუთში გახდა შესაძლებელი.   

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორგიას საწყობი იწვის და გვსურს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდოთ.

ხანძარი გორგიას მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან მოხდა მისი გავრცელება საწყობის მცირე ნაწილზე

ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ გორგიას ყველა საწყობი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი სისტემებით, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს.

ხვალიდან, ტრადიციულად, გორგიას ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას," - აღნიშნულია "გორგიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, დიდუბეში მდებარე სასაწყობე ფართში გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მალევე გახდა შესაძლებელი. არავინ დაშავებულა, ხანძრის მიზეზები კი ჯერჯერობით უცნობია.

 

დღის ამბები