"ნათლობა იორდანეში" - ასე ქვია კინოსურათს, რომელმაც წელს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმარჯვა. ბანქოს მოთამაშე ბიჭი, რომელიც თავს თაღლითობით ირჩენს - რეჟისორმა მიხეილ კვირიკაძემ მამის მიერ ნაამბობი ისტორიის ეკრანიზაცია გადაწყვიტა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით შეიქმნა და ვენეცია-შორტსის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზეც იყო წარდგენილი.
მთავარი გმირის როლს პაატა ინაური ასრულებს, რომელიც პიონერი მოსწავლეებით სავსე მატარებელში იმყოფება. ბანქოში მოგებული ვერცხლის ჯვარი კი პერსონაჟის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ჩერჩილი იძულებულია მისი პიროვნებისგან განსხვავებული ადამიანის, მღვდლის როლი მოირგოს და მდინარე იორდანეში ნათლობის რიტუალი ჩაატაროს.
ლოკაციების მრავალფეროვნება, კოსტუმების სიმრავლე და აუდიო-ვიზუალური გაფორმება, ეს ის ჩამონათვალია, რაც ფილმს განსაკუთრებულს ხდის. ნამუშევარი გასულ წელს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით შეიქმნა და ვენეცია-შორტსის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე იყო წარდგენილი.
ფილმის დახურული ჩვენება ბაკურიანში უკვე გაიმართა. მოკლემეტრაჟიანი სურათი პირველად მსახიობებმა და კინოკრიტიკოსებმა შეაფასეს. კინემატოგრაფიით დაიტერესებული მაყურებელი კი ფილმს "ნათლობა იორდანეში" კინოთეატრებში, შემოდგომაზე იხილავს.
ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი