მეცხრე დღეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან ბორჯომში. აქ რისკები ამ დროისთვის მეტწილად უკვე განეიტრალებულია, თუმცა შედეგები მძიმეა. მთლიანობაში სტიქიამ დაახლოებით მილიონ-ნახევარი კვადრატული მეტრი მოიცვა, სადაც ტყის საფარი განადგურებულია. დღეს ქარმა შედარებით იკლო. ავიაციიის და სახმელეთო ტექნიკის გამოყენებით ახლა ხანძრის ბოლო კერების ჩაქრობას ცდილობენ.
ცოტა ხნის წინ, ქვაბისხევის ფერდობზე ახალი კერა გაჩნდა. ამ წუთებში ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.