საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა.
სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
"კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლწამინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა," - თქვა ილია მეორემ.