27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"არახამიამ ომში იშოვა მილიარდი... ჭორიკანა დედაკაცივით იქიდან რაღაცებს გველაპარაკება...საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას" - ეპისკოპოსი იაკობი

"დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს," - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ქართველებმა ერთად "დაჯდომა უნდა ისწავლონ."

მისივე განცხადებით, არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას.

ბოდბელმა მიტროპოლიტმა უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის, დავით არახამიას შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას უფლება არ აქვს საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს.

"როგორ უნდა შეასრულო 12 პუნქტი, როდესაც რამდენიმე საპარლამენტო პარტია ცალკე გაიქცა, როდესაც პირველი პუნქტი ასე ირღვევა, სძინავთ იმათ, ევროპარლამენტარებს? რას მიკეთებენ, რატომ არ გამოდიან და რატომ არ მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ქუჩაში უნდათ ისევ გადაწყვეტა, სადღაც ოფისებში. 90-იანი წლები ხომ არ არის, ისევ მიტინგები, მიტინგები... სულ ქუჩა. ხომ ხედავ რომ არ გაქვს ძალა, უნდა ვისწავლოთ ქართველებმა ერთად დაჯდომა. 12 პუნქტი მოგვთხოვეს? ჩვენ მოვითხოვოთ 10 წლიანი ვადა იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც ერთად დაჯდომა არ უნდათ. შევუსრულებთ კიდეც და მერე ვერ უშველიან გარედან.

დღეს, საქართველოში ვერავინ ვერ აურევს სიტუაციას. ეკლესია და ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას ქვეყანა არიოს. 

ყველა ამბობს [დავით] არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის, ომში იშოვა მილიარდი. თვითონ მიხედონ თავიანთ [ქვეყანას] ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა, გვარი აძლევს საშუალებას თუ რა. რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი?! ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცას გველაპარაკება. 

დადგებიან და იტყვიან, მეუფე რატომ ლაპარაკობსო, ჩემი საქმეა და უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ქვეყანას მირევენ," - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

დღის ამბები