27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
უბედურ შემთხვევას რაჭაში ორი ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა

უბედურ შემთხვევას რაჭაში ძმების, ნიკა და თორნიკე გაგნიძეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ანსამბლ "დიდგორის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სადაც სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა.

"დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ "ძირიანის" წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. 
ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს..." - წერია სამძიმრის წერილში.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა.

ავტომანქანაში გარდაცვლილი ძმების ბიძაშვილიც იჯდა, რომელიც მძიმედ დაშავდა. ნიკა გაგნიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

დღის ამბები