27 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას ეთანხმება და მმართველი პარტიის მიერ მიღებულ მოსმენების კანონს ისევ აკრიტიკებს

ვენეციის კომისიის მორიგი გადაუდებელი მოსაზრება, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ევროპის საბჭო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის აზრით, საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და დამატებით დამუშავებას საჭიროებს.

მოსაზრება დასამტკიცებლად კომისიას მომავალ სხდომაზე უნდა წარედგინოს, რომელიც 21-22 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა იქამდე შეფასებები კეთდება თბილისში.

ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნას ეთანხმება და აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმით მოსმენების არეალის გაფართოება დემოკრატიულ პროცესში არ ჯდება.

"ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ არ დარჩა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მხრიდანაც "ქართული ოცნების" კრიტიკა არ ისმის.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მმართველმა პარტიამ მოსმენების კანონპროექტის ცვლილებით არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ოცნების მხრიდან შესაბამისად ვერ დასაბუთდა ვერც კანონის შინაარსი და ვერც მისი მიღების დაჩქარებული ტემპი.

პარტია "ლელოს" წევრი ლანა გალდავა მიიჩნევს, რომ კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა მოსმენების კანონის არადემოკრატიულობა.

დღის ამბები