"ღამის სერენადების" ბათუმური კონცერტები დასრულდა. ფესტივალი, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან თბილისში ინაცვლებს.
საღამოებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 17-18 სექტემბერს უმასპინძლებს. საკონცერტო საღამოები კი იტალია საქართველოსა და საფრანგეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.