პაკისტანი წყალდიდობას ებრძვის. სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. შაჰბაზ შარიფი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. კრიზისის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის 300 ბავშვია. სამაშველო ოპერაციებში 6 500 ჯარისკაცია ჩართული, 40 ათასი ადამიანის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა. სტიქიამ ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო, 170 ათასი საცხოვრებელი სახლი და 150-მდე შენობა გაანადგურა.