ტყიბული სახალხო დღესასწაულს - "ტყიბულქალაქობა-2022-ს" ზეიმობს. ქალაქი სადღესასწაულოდ საგანგებოდ მოირთო. მოეწყო "კარვების ქალაქი", სადაც გაიმართება ეთნოგრაფიული და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ასევე წარმოდგენილია ტურისტული ლოკაციების, კულტურული ძეგლებისა და ტყიბულის ისტორიის ამსახველი ფოტოების გამოფენა.
დაგეგმილია სპორტული და კულტურული ღონისძიებები. დღესვე დაჯილდოვდებიან საპატიო ტყიბულელები. "ტყიბულქალაქობა - 2022-ის" სახალხო დღესასწაული კონცერტით დასრულდება.