27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ანსამბლ "რუსთავის" მორიგი წარმატება ბელგიაში, სადაც მათ 8 კონცერტი გამართეს

ანსამბლ "რუსთავის" მორიგი წარმატება - ბელგიის სამეფოს ქალაქ ვატერლოოსთან მდებარე ვილერის სააბატოში ორი დღის განმავლობაში საგუნდო სიმღერების საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა.

ნაპოლეონ ბონაპარტის დროს, დარბეული ციხე-სიმაგრისა და კათედრალის ტერიტორიაზე მოწყობილ ექვს ლოკაციაზე მაყურებლის წინაშე ანსამბლ "რუსთავის" გარდა, ამერიკელი, ბრიტანელი, ბელგიელი და ფრანგი მომღერლები წარსდგნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული პოლიფონიისა და ანსამბლ "რუსთავის" მოსასმენად ყველაზე მეტი მსმენელი შეიკრიბა.

ქართველი მომღერლების კონცერტს ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობების წევრები დაესწრნენ. ანსამბლმა "რუსთავმა", ტრადიციული პროგრამის გარდა, იტალიური სიმღერაც შეასრულა. ორი დღის განმავლობაში "რუსთავმა" 8 კონცერტი გამართა.

დღის ამბები