27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
44 გატანილი გოლი და 15 საგოლე გადაცემა - კარიმ ბენზემა UEFA-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

UEFA-მ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, სტამბოლში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიაზე, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, მადრიდის "რეალის" კაპიტანს კარიმ ბენზემას გადასცეს.

ფრანგის ფეხბურთელის გარდა ნომინაციაში "მანჩესტერ სიტის" ლიდერი კევინ დე ბრუინი და "რეალის" მეკარე ტიბო კურტუა იყვნენ წარდგენილი. UEFA-მ არჩევანი "რეალის" ფრანგ ლიდერზე შეაჩერა, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

საუკეთესო მწვრთნელიც მადრიდის "რეალს" წარმოადგენს, ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატი მოიგო.

დაჯილდოების გარდა სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. წამყვანი ევროპული გუნდები ტრადიციულად რვა ჯგუფში გადანაწილდნენ. ნაპოლი, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს, ა ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ამსტერდამის "აიაქსს", "ლივერპულს" და გლაზგოს "რეინჯერს" შეხვდებიან.

ყველაზე დიდ ინტერესს ც ჯგუფი იწვევს, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა", "ბაიერნი", მილანის "ინტერი" და ჩეხეთის "ვიქტორია პლზენი" დაუპირისპირდებიან. პირველივე ტურში გულშემატკივარი საფეხბურთო კლასიკას იხილავს, "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ბაიერნს" მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლის გათამაშება სტარტს 6 სექტემბერს აიღებს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები