ამბროლაურის ცენტრალური პარკი გასტრონომიულ ფესტივალ "გემოფესტს" მასპინძლობს. 26-27 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ რაჭული და ლეჩხუმური კერძები, შეუერთდნენ სამეწარმეო ბაზრობებსა და ბავშვებისთვის გასართობი სივრცეებით ისარგებლონ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეფმზარეულებთან ერთად ფესტივალისთვის ადგილობრივ მზარეულებს რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა.
სვანური სამზარეულო, ადგილობრივი ღვინო, სამეწარმეო ბაზარი, მუსიკალური თუ გასართობი ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომელმაც პირველი გემოფესტივალი ამბროლაურში განსხვავებული, მიმზიდველი და საინტერესო გახადა.
"გემოფესტი" 26-27 აგვისტოს ჩათვლით ამბროლაურში დამსვენებლებსა და ტურისტებს მასპინძლობს. გემრიელი კერძები და თბილი გარემო რაჭაში ჩასულ თითოეულ ადამიანს დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება.
"გემო ფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით ტარდება, მისი მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება.