27 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, განახლდა ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე 12 შენობა და სრულად რეაბილიტირდა 13 000 კვმ-ის ფართობის ცენტრალური სკვერი. სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდი, პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთსა და ჩოხატაურშიც ახორციელებს.

ოზურგეთში დასრულების ეტაპზეა ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი.

ჩოხატაურში მალე დასრულდება პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს, პროექტი ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები.

დღის ამბები