27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა, 2008 წელს ეს ქვეყნები NATO-ში რომ მიეღოთ - ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა, 2008 წელს ეს ქვეყნები NATO-ში რომ მიეღოთ.ოლექსი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინა აგრესორის დამარცხებას შეძლებს .

"დღეს, ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით. ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო - ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ გვჯეროდა ამ შეთანხმების.

დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ. არც საქართველოში და არც უკრაინაში ომი არ იქნებოდა 2008 წელს ეს ქვეყნები NATO-ში რომ მიეღოთ, მაგრამ ამჟამინდელი პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინა შეძლებს აგრესორის დამარცხებას," - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

დღის ამბები