27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
საშინელი თავდასხმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ბარბაროსული გამოვლინებაა - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას უსამძიმრებს

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის დაბომბვას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი უკრაინას უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს:

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ უკრაინაში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის გამო.

საშინელი თავდასხმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ბარბაროსული გამოვლინებაა.

ვგლოვობ ამ ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას," - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.

დღის ამბები