უკრაინული საფეხბურთო პრემიერ-ლიგის პირველი ტურის მატჩი, საჰაერო განგაშის არაერთხელ გამოცხადების გამო, 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ორ უკრაინულ გუნდს შორის მატჩი ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო და 19:45 საათზე დასრულდა. საფეხბურთო შეხვედრა ქალაქ ლვოვში, სტადიონ "უკრაინაზე" შედგა.