ბორჯომში ქარი ძლიერდება, ტერიტორიაზე ახალი კერები ჩნდება. ცეცხლი აწყურის და ქვაბისხევის მიმართულებით ვრცელდება. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ოპერაციაში ჩართულები არიან სამხედროები. პროცესში მონაწილეობს თურქული ავიაციაც. მძიმე ტექნიკის მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.
ადგილზე არსებულ ვითარებაზე ადგილობრივები საუბრობენ.
"სახლებში ცვივა ცეცხლი. თვალები სულ დამწვარი მაქვს წიწვებით, დამწვარი წიწვები სულ ცვივა, ქარს მოაქვს," - აცხადებს ადგილობრივი.
ამასთან, ბორჯომის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. ვახტანგ გომელაური ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ადგილზე ეცნობა.
ავტორი: სანდრო სანაია