27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"კომუნიკაციების კომისია ლახავს გამოხატვის თავისუფლებას" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გუშინ ტელევიზიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და მათთვის სანქციების დაწესება, საკანონმდებლო ჩარჩოსთან შეუსაბამოა. დეკანოიძის შეფასებით, "ქართული ოცნება" ყველანაირ საშუალებას იყენებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. 

"მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შესასრულებელი აქვს 12 რეკომენდაცია და ეს 12 რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, უნდა გულისხმობდეს მედიათავისუფლებას პირველ რიგში, უნდა გულისხმობდეს პოლარიზაციის შემცირებას და მედიაპლურალიზმს. ამ სიტუაციაში კომუნიკაციების კომისია ლახავს გამოხატვის თავისუფლებას," - განაცხადა დეკანოიძემ

დღის ამბები