27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში  უმეტესად უნალექო ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. meteo.gov.ge -ის თანახმად, 24-26 აგვისტოს ტემპერატურა +13 +35 გრადუსი იქნება, დღის განმავლობაში იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 20-25 მ/წმ სიჩქარით.

უნალექო ამინდი და მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი  დასავლეთ საქართველოში. ტემპერატურა 24-26 აგვისტოს ღამით 24 გრადუსი იქნება, დღის განმავლობაში კი ტემპერატურა +39 +40 გრადუსს მიაღწევს. ძლიერი ქარია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც, 24 და 26 აგვისტოს მისი სიჩქარე 20-25 მ/წმ იქნება. 25 აგვისტოს კი 28მ/წმ-მდე გაძლიერდება.

თბილისში უახლოესი სამი დღე  უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ტემპერატურა ღამით +17, დღე კი +35 გრადუსი იქნება.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე პერიოდში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ძლიერი ქარია მოსალოდნელი კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში, რის გამოც კიდევ უფრო გაიზრდება ტყის ხანძრების გაჩენის რისკი. 

დღის ამბები