27 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
"ყირიმი უკრაინაა" - ამ ფაქტის დემონსტრირებისთვის, 60 ქვეყნის ლიდერი ონლაინ ფორმატში შეიკრიბა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტიც

უკვე მეორედ, მსოფლიოს 60-მდე ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ყირიმის პლატფორმის სამიტზე იკრიბება. მთავარი საკითხები ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირების გაზრდა, რუსული აგრესიის დაგმობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა იყო.

"ყირიმი უკრაინააა და ქვეყანა დროებით დაკარგულ ტერიტორიას აუცილებლად დაიბრუნებს," - ეს სამიტიდან საერთაშორისო საზოგადოებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი გზავნილი იყო.
 
სპეციალურად ყირიმის სამიტისთვის უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტი. ანჟეი დუდას განცხადებით, დასავლეთისთვის არასდროს იქნება მისაღები ყირიმის მიტაცების ფაქტი.

ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოსულმა ლიდერებმა, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. დასავლეთი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ, ენერგო თუ სასურსათო კრიზისზე ერთადერთი პასუხისმგებელი რუსეთია.

სამიტზე სიტყვითა გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინაა და ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება, საქართველოსთვის განახლებული ჭრილობაა.
  
ყირიმის პლატფორმა უკრაინის საკოორდინაციო ფორმატია, რომლის მიზანი ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო რეაგირების გაზრდაა. ყირიმის პლატფორმა ოფიციალურად გასული წლის 23 აგვისტოს კიევში ამუშავდა.

დღის ამბები