27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
კომპანია "არემჯი" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ  გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

კომპანია "არემჯი" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას მათი კომპანიის საქმიანობის შესახებ, განცხადებით პასუხობს. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ, დღეს, 23 აგვისტოს, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ, მედია საშუალებებით გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა "არემჯის" სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ტერიტორია 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის "არემჯის" სტრატეგიული ინტერესის ნაწილი. შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.

ამასთანავე, აღნიშნულ მედია მიმართვაში რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბატონებთან - ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციაც არის სიცრუე.

რაც შეეხება “რუსულ ოქროსთან“ კავშირების თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები, რადგან “არემჯი” წლებია ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესებს და მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

საზოგადოებას კი შევახსენებთ, მთლიანი ჩვენი გუნდის - 3700 თანამშრომლის სახელით, რომ “არემჯი” აკეთებს ურთულეს ქართულ სამთო საქმეს. ჩვენ წლებია ვართ რეგიონის უმსხვილესი დამსაქმებელი, ვართ საქართველოს საექსპორტო ლიდერი და ამასთანავე, ვოპერირებთ მაღალი გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები