27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
რაც უკრაინაში ხდება, ზეგავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე, მოვუწოდებ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ - ემანუელ მაკრონი

მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში იღებენ მონაწილეობას. სამიტი მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

როგორც სამიტზე ონლაინგამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დიდი გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე. საფრანგეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ:

"იმას, რაც უკრაინაში ხდება, ზეგავლენა აქვს არამხოლოდ უკრაინელებზე, არამედ მთელ მსოფლიოზე, ენერგო თუ საკვების მარაგებზე. რუსეთის ომმა ზეგავლენა ყველა ჩვენგანზე იქონია. რუსეთის მიერ წარმოებული ომი საერთაშორისო კანონების დარღვევაა. რუსეთმა გააკეთა თავისი არჩევანი. მე მოვუწოდებ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ. მოვუწოდებ რომ მიმართოს დიპლომატიის გზას,"- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები