27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
სად გაემიჯნა ნინო დოლიძე ან ამერიკის ელჩი იმ განცხადებებს, ომის მოწოდებები რომ იყო? -მიხეილ ყაველაშვილი 

სად გაემიჯნა ნინო დოლიძე ან ამერიკის ელჩი იმ განცხადებებს ომის მოწოდებები რომ იყო? მათი სპიკერი დიღმელაშვილი გამოვიდა და პირდაპირ მოითხოვა ხელისუფლების გადადგომა, გაემიჯნა ნინო დოლიძე ამ ყველაფერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია? - ამის შესახებ  საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ის რევოლუციური სცენარი, რომლითაც ხელისუფლების ცვლილება უნდათ აღარ განმეორდება. 

"ნინო დოლიძე არ გახსოვთ სად იდგა? ის ჯგუფი, ვისთან ერთადაც გამოდიოდა, მაშინ რატომ იდგა სცენაზე? ეს ხალხი სათითაოდ გამოდიოდა, მოწოდება ჰქონდა საზოგადოების მიმართ, რომ ახლა არის გადარჩენის ბოლო შანსი. მათი სპიკერი დიღმელაშვილი გამოვიდა და პირდაპირ მოითხოვა ხელისუფლების გადადგომა, გაემიჯნა ნინო დოლიძე ამ ყველაფერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია? სად გაემიჯნა ნინო დოლიძე ან ამერიკის ელჩი იმ განცხადებებს ომის მოწოდებები რომ იყო? ეს ორგანიზაციები საკუთარი მოსახლეობის მიმართ კი არა, სწორედ საელჩოსთან არიან პასუხისმგებლები და ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ფასი დაკარგეს, განულებული არიან. ერთადერთი შანსი დარჩათ - იქნებ რევოლუციური სცენარით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. ამ ქვეყანაში ეს აღარ მოხდება, საკმაოდ მყარი პოზიცია აქვს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი მიზანიც არის, რომ ეს სიმართლე მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები