27 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
კრემლის მთავარი იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მკველობიდან თითქმის 48 საათის შემდეგ - რუსულმა ეფესბემ საქმე გახსნილად გამოაცხადა

კრემლის მთავარი იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის მკველობიდან თითქმის 48 საათის შემდეგ - რუსულმა ეფესბემ საქმე გახსნილად გამოაცხადა. გამოძიების ვერსიით, დარია დუგინას მანქანაზე დამონტაჟებული მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს,  ინცინდენტამდე კი მანქანას დამნაშავეები უკან მიჰყვებოდნენ და ტრაექტორიას სწავლობდნენ. საბოლოოდ გაუფორმებელი ტელეფონის ნომრიდან განხორციელებულმა ზარმა ბომბი აამოქმედა.

სანამ ბურუსით მოცული საქმის დეტალებს კრიმინალისტები არკვევენ, რუსულმა ეფესბემ თავდასხმაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. მკვლელობის შემსრულებლად უკრაინის მოქალაქე, 43 წლის ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც მათივე მტკიცებით დუგინას მეზობლად გადმოვიდა საცხოვრებლად და აფეთქების დღესაც იმავე ღონისძიებაზე იმყოფებოდა, რომელსაც დუგინა ესწრებოდა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვოვკი რუსეთში ერთი თვის წინ შევიდა, მკვლელობის დღეს კი ქვეყანა 12 წლის შვილთან ერთად ესტონეთის მიმართულებით დატოვა. ვოვკის ფოტოები სოციალურ ქსელში რუსმა ჰაკერებმა გამოაქვეყნეს - ატკიცებენ რომ ის აზოვის პოლკში მსახურობდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე თავად ალექსანდრე დუგინი იყო. სწორედ მის სახელზეა გაფორმებული ტოიოტას მარკის ავტომანქანა, რომელშიც გამოძების დასკვნით, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. რუსული მედია საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს. წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ღონისძიების პარკინგზე, რომელზეც დუგინებმა ავტომობილი გააჩერეს, სათვალთავლო კამერები გამორთული იყო - ვარაუდობენ, რომ ბომბი სწორედ ამ ავტოსადგომზე დაამონტაჟეს.

ეფესბე მომხდარში უკრიანულ კვალს ხედავს, თუმცა დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობას "ნაციონალური რესპუბლიკური არმია" იღებს. რუსი აქტივისტებით, სამხედროებით და პარტიზანებით დაკომპლექტებული დაჯგუფება განადგურებით ახლა უკვე რუსეთის პრეზიდენტს ემუქრება. ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციის წევრები ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ მოიხსენიებენ, რომელმაც სლავ ხალხს შორის ძმათა მკვლელი ომი წამოიწყო, რუსი სამხედროები კი სიკვდილისთვის გაწირა. ვრცელ განცხადებაში კიდევ ბევრი მუქარაა, ნახსენებია საქართველოც.

დაჯგუფება, რომელიც ალექსანდრე დუგინის შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იღებს აცხადებს, რომ მზადაა გაანადგუროს რუსული სამხედრო ტვირთებიც. აქვე მოუწოდებენ ძალოვანებს და სამხედროებს, დაყარონ იარაღი და პუტინის რეჟიმის ბრძანებები არ შეასრულონ .

აქვს თუ არა კავშირი ნაციონალურ რესპუბლიკურ არმიას, ბოლო დროს რუსეთის და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ გახშირებულ აფეთქებებზე უცნობია, თუმცა დაჯგუფება პირობას დებს, რომ მათი ქმედებები საბედისწერო მხოლოდ დუგინებისთვის არ იქნება, იმუქრებიან, რომ დაისჯება ყველა ვინც დარიასა და ალექსანდრეს მსგავსად პუტინის აგრესიულ ქმედებებს ამართლებს. მუქარა რეალობად უკვე აღიქვეს რუსეთში - დუგინის შვილის აფეთქების შემდეგ, პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა დაცვა დაიქირავა. 

 

დღის ამბები