ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა უკვე მეორედ იქორწინეს. ქორწინების ცერემონია ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში, ჯორჯიის შტატში მდებარე ბენის კუთვნილ ვილაში შედგა.
როგორც მედია წერს და ასევე მათ მიერვე მოპოვებული ფოტოებით ირკვევა, ლოპესს რალფ ლორენის თეთრი კაბა, აფლეკს კი შავ-თეთრი სმოკინგი აცვია.
სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი სახე იყო, მათ შორის: მეთ დეიმონი, ჯორჯ კლუნი, ჯეინ ფონდა და რენე ზელვეგერი. როგორც ცნობილია, ტერიტორიის ირგვლივ უსაფრთხოების მკაცრი წესები იყო დაცული.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე წყვილის მეორე ქორწილია. პირველად ლოპესმა და აფლეკმა ერთი თვის წინ ლას ვეგასში იქორწინეს.