27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ავარია რუსეთში - დაღუპულია 16 ადამიანი, ყველა მათგანი ყაზახეთის მოქალაქეა

რუსეთში, ქალაქ  ულიანოვსკთან გზატკეცილზე მომხდარ ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს,

ავტოსაგზაო შემთხვევაში 5 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა, 2 სატვირთო, სამარშუტო ტაქსი და 2 მსუბუქი ავტომობილი.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო, რის შედეგადაც სამარშუტო ტაქსი, რომელშიც ყაზახეთის 18  მოქალაქე იჯდა, 2 სატვირთოს შორის მოექცა და მთლიანად დეფორმირდა. დაღუპულები სწორედ სამარშუტო ტაქსის მგზავრები არიან. 3 ადამიანი მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოში.

დღის ამბები