ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სტიქიის რამდენიმე კერა სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში, სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა. პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა დედაქალაქიდანაც.