გამოძიების წინასწარი დასკვნით, კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქება, რის შედეგადაც დარია დუგინა ადგილზევე დაიღუპა, მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დარია დუგინა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის საქმიანობაში, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობს.
ზოგიერთი მედიის ინფორმაციით, იმავე მანქანაში უნდა ყოფილიყო თავად ალექსანდრ დუგინიც, თუმცა მან გადაწყვეტილება ბოლო მომენტში შეცვალა და ღონისძიებიდან, რომელსაც შვილთან ერთად ესწრებოდა, სხვა მანქანით წავიდა.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას მომხდარში ბრალი არ მიუძღვნის. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს მკვლელობა მოწმობს, რომ რუსეთის შიგნით ბრძოლა ძალაუფლებისთვის მიმდინარეობს
"უკრაინას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო დუგინას მკვლელობასთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორც რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, არც ტერორისტული სახელმწიფო," - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.