პირველი კონცერტი პანდემიის დაწყებიდან. დაიანა ქინგი საქართველოშია და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. 90-იანი წლების "არ ენ ბისა" და "რეგის" ვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება.
მომღერალი ამერიკიდან შეკვეთილში დღეს ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, პანდემიის მერე ეს მისი პირველი კონცერტია. კონცერტამდე კი დაიანა ქინგი გულშემატკივრებს შეხვდა და ავტოგრაფიც დაურიგა.
სიმღერების ჩამონათვალი უკვე ცნობილია. დაიანა ქინგი ყველა იმ მელოდიას გააჟღერებს, რომელიც ქართველმა მსმენელმა 90 -იანი წლებიდან შეიყვარა. "სოციალური სივრცე" გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლებს.
სხვადასხვა თაობის საყვარელი მომღერალი დღეს საღამოს შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში მდებარე "სოციალურ სივრცეში", მსმენელის წინაშე ზუსტად 12 საათზე გამოვა. ამერიკელი ვარსკვლავის შემდეგ, "ბლექსი არენის" სტუმრები ელექტონული მუსიკის სამყაროში არანაკლებ ცნობილ ბენდს, ჰენრი საიზის მოუსმენს.