27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
მზადდება თუ არა ანტისანიტარიულ პირობებში "ავოკადო.ჯის" საკვები? - ობიექტი სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაკეტილი დახვდათ 

მზადდება თუ არა ანტისანიტარიულ პირობებში, თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი "ავოკადო.ჯის" საკვები? სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, საკითხით შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ, თუმცა კვების ობიექტის სამზარეულოს კარი, "კურიერის" შემდეგ, არც სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიხსნა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ობიექტზე სახელმწიფო კონტროლი მოქალაქის ზარის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ადგილზე მისულებს დაწესებულება დაკეტილი დახვდათ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოკვლევა გაგრძელდება. 

"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება, რის საფუძველზეც უნდა განგვეხორციელებინა სახელმწიფო კონტროლი, ადგილზე მოსულებს, როგორც ხედავთ, ობიექტი  დაკეტილი დაგვხვდა, არ ფუნქციონირებს, სახელმწიფო კონტროლი ვერ განხორციელდა. ჩვენი სამსახური გააგრძელებს აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოკვლევას. კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება იქნა გატარებული, ასევე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა ოქმი," - ამბობს სურსათის უვნებლობის სამსახურის უფლებამოსილი პირი, გიორგი ანთაძე.

დღის ამბები