მარნეულში მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მეზობელმა კარის მეზობელი წარსულში არსებული კონფლიქტის გამო საკუთარ სახლში დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა. დაჭრილი 31 წლის მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
სისხლიან გარჩევამდე კი ბრალდებული და მოკლულიც მარნეულში მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
სოფელ ყიზილაჯლოში, 38 წლის მამაკაცი მეზობლისთვის მიყენებული სასიკვდილო ჭრილობების შემდეგ, ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.