ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 103 წლის იუბილე ახალგაზრდა ოფიცრების გამოშვებით აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი თაობის ოფიცერთა კორპუსის მორიგი ნაკადის შემატება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის აკადემიის, როგორც "ქართული სამხედრო აზროვნების სამჭედლოს" მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში, ახალგაზრდა ოფიცრების როლზე ყურადღება გაამახვილა.
წელს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 110 ახალგაზრდა ოფიცერმა დაასრულა.