27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
შვეიცარიის ქალაქ სიონში 57-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალზე, მონაწილეობა ანსამბლმა "რუსთავმა" მიიღო

შვეიცარიის ქალაქ სიონში რიგით 57-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა „რუსთავმა" უკვე მეშვიდედ მიიღო.

ქალაქის საკათედრო ტაძარში გამართული კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა, რომელსაც შვეიცარიელების გარდა, ქართველი ემიგრანტები და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
ქართველმა მომღერლებმა კიეველ ორკესტრანტებთან და მოლდოველ მევიოლინესთან ერთად უკრაინული სიმღერაც შეასრულეს.

წლევანდელი ფესტივალი უკრაინაში დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა.

დღის ამბები