27 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"უნიკალურია ეს პროექტი, ვინაიდან ორი ქვეყნის მიერ იქნა აშენებული ერთობლივად" - ირაკლი ქარსელაძე

საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ღონისძიება უკვე დასრულებულია. ცოტა ხნის წინ, ადგილზე ე.წ. მეგობრობის ხიდი გაიხსნა. საქართველოს და სომხეთს ხიდის მშენებლობისთვის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ - მინისტრი და მთავრობის წევრები, ასევე სომხეთის პრემიერ - მინისტრი და მისი დელეგაციის წევრები. ე.წ. ხიდის გახსნის ღონისძიებაზე ორი ქვეყნის პრემიერი სიტყვით გამოვიდა. საზღვართან ითქვა, რომ მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით აშენდა, თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს.  

ხიდის მშენებლობაზე 7 მილიონამდე ევრო დაიხარჯა. საქართველოს მხრიდან პროცესს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხელმძღვანელობდა. 

"უნიკალურია ეს პროექტი, ვინაიდან ორი ქვეყნის მიერ იქნა აშენებული ერთობლივად. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა კიდევ უფრო მზარდია ახალი ხიდის, გამომდინარე იმ განვითარებებიდან, რომელიც ჩვენს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის მიმართულებით ხორციელდება. დერეფნის განვითარებისთვის სწორედ ასეთი ხიდია საჭირო," - ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

 

 

 

დღის ამბები